კეთილი ნების ელჩები მოუწოდებენ ყველას შეუერთდნენ "მსოფლიო რბენას"

კეთილი ნების ელჩები მოუწოდებენ ყველას შეუერთდნენ "მსოფლიო რბენას"

ქართველი კეთილი ნების ელჩები სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას Wings for Life World Run-ს უერთდებიან. ღონისძიების ორგანიზატორებმა ცნობილი ქართველი ამბასადორების მონაწილეობით "მსოფლიო რბენის" მხარდასაჭერი ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

Wings for Life World Run 2014 წლის 4 მაისს გაიმართება, საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს.

ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან ლელო week და პალიტრაTV.

საქართველოშო მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.

Wings for Life World Run- ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

"მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობა 2000-3000-ს შეადგენს, მსოფლიო მასშტაბით კი ღონისძიებაში მონაწილეობას კი 200 000-ზე მეტი მორბენალი მიიღებს.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი, ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, სერგი გვარჯალაძე, სამორი ბალდე, დავით ქაცარავა, ნიკა გრიგოლია.

პროექტში აქტიურად არიან ჩართული კალათბურთელები ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში; ფეხბურთელები აჩი და შოთა არველაძეები, ლევან კობიაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, გიორგი ლორია; რაგბისტები მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი; ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე და სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენები.

"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად იქნებიან აღიარებულნი და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ, მის მიერ არჩეულ წერტილში.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე http://www.wingsforlifeworldrun.com/ka/ 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია