ზაქარია ქუცნაშვილი და "მარტოხელა დედა" - რა კითხვამ გააღიზიანა "ოცნების" ლიდერი

ზაქარია ქუცნაშვილი და "მარტოხელა დედა" - რა კითხვამ გააღიზიანა "ოცნების" ლიდერი

უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ტერმინი "მარტოხელა დედა" არც ფორმით და არც შინაარსობრივად მოსწონს და არც მის პათოსს იზიარებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, დეპუტატისთვის და ცნობილი იურისტისთვის მარტოხელა დედის სტატუსი გაუგებარია და ეს ცნება იმ გაგებით, რომ მის ქვეშ იგულისხმებოდნენ ქალბატონები, რომლებიც შვილებს მეუღლის გარეშე ზრდიან, ზაქარია ქუცნაშვილისთვის მიუღებელია.

"არ გირჩევთ ევროპაში ტერმინი "მარტოხელა დედა" ახსენოთ - როგორც გენდერულ თემებზე მამაკაცებს სჯიან ხოლმე, ასევე მოხდება… "მარტოხელა დედის" ტერმინი ევროპაში არ არსებობს. ამ შემთხვევაში ვსვამ კითხვას: ვინ არის მარტოხელა დედა? რატომ არის მარტოხელა, თუკი აქვს ალიმენტი, შემოსავალი და იმ მამამ რა დააშავა, ვინც ცოლის გარეშე დარჩა?! ეს ტერმინი არის საბჭოური, თუ გინდათ იკითხეთ ევროპაში" – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ნათია ინაური, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა