პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტამბულიდან თბილისში დაბრუნდა. უწმინდესი თანმხლებ პირებთან ერთად, სტამბულიდან ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. პატრიარქს კომენტარი არ გაუკეთებია.

უწმინდესს აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. სტამბულში მყოფი საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრების ნაწილი თბილისში გუშინ ჩამოფრინდა, მათ შორის, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა 6-9 მარტს სტამბულში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში გამართულ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა შეკრებაზე, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებოდა.

მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ამ შეკრებაში უწმინდესის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის მიზნით, ისეთი სიმტკიცით დააყენა საკითხები, რომელსაც საქართველოს ეკლესიის დელეგაციის სხვა წევრი ვერ შეძლებდა.

მისსივე თქმით, მომავალი დიდი კრების მოსამზადებელ საკითხებს შორის კათოლიკოს-პატრიარქმა შეიტანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილის განსაზღვრა დიპტიხში. ასევე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის აღდგენის საკითხის განსაზღვრა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია