ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას

საზოგადოების და განსაკუთრებით, სტუდენტების ფხიზელი თვალი გვჭირდება, პირველ რიგში ხელისუფლებას, ვინაიდან ჩვენ არ ვართ დაზღვეული შეცდომებისგან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სტუდენტების ამ შეხვედრაზე მისვლა არავითარ პოლიტიკურ ინტერესს არ ემსახურება.

"აქ მოსვლა არავინ დაგაძალათ, არც არავინ აგიკრძალათ. დამთავრდა ის დრო, როდესაც სხვები სადღაც წყვეტდნენ ვინ სად მისულიყო, სად წასულიყო და რა ეთქვა. ყველამ ვიცით, როგორ ძალადობდნენ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. დღეს, ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. დღეს, ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, მათ შორის ყველაზე კრიტიკული აზრიც. ყველგან, ყველა დროში, ახალგაზრდობა თავისუფალია და ეს თავისუფლება იყო დათრგუნული ამ კედლებში.

ახალგაზრდების და მათი თავისუფლების შეზღუდვა კი, ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უკან არის, ამიტომ, ვისაუბროთ მომავალზე. თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარია და ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტური მიზნებისთვის გამოყენებას. მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღესვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი იმას, რომ ქვეყნაში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს ადამიანების თავისუფალი ნების დათრგუნვა.

"ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი და ადამიანის უფლებები იქნება უმთავრესი. სულ მალე, როდესაც ამოქმედდება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ძალისმხევას არ დაიშურებს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვეღარავინ ვერ შეძლებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა