ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ჯერ არ აქვს ფუფუნება, უცხო ქვეყნის სტუდენტები დააფინანსოს

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ჯერ არ აქვს ფუფუნება, უცხო ქვეყნის სტუდენტები დააფინანსოს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ჯერ არ აქვს ფუფუნება, უცხო ქვეყნის სტუდენტები დააფინანსოს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"რაც შეეხება საკითხს, სთავაზობს თუ არა საქართველო უცხოელებს განათლების მიღებას საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში; ჩემი აზრით, ჩვენ ქვეყანას ჯერ არ აქვს ფუფუნება, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტები დააფინანსოს. მე პრაგმატულად ვუყურებ ამას. მირჩევნია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავაფინანსო პირველ რიგში. თუ გვექნება საშუალება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დავაფინანსოთ, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა