გოგონა, რომელმაც ღარიბაშვილს კრიტიკული შეკითხვა დაუსვა, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენას და ბრძოლას აპირებს

გოგონა, რომელმაც ღარიბაშვილს კრიტიკული შეკითხვა დაუსვა, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენას და ბრძოლას აპირებს

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრის დროს მარიამ ქობულიამ, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა დაუსვა კითხვა: კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი? ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, ვხედავ, რომ შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება", - აღნიშნა სტუდენტმა. მოგვიანებით მარიამს ჩვენც გავესაუბრეთ.

- წუხხარ, რომ ხედავ ნასამართლევ შს მინისტრს, ფეხბურთელ მინისტრს... მსგავსი შემთხვევები წინა ხელისუფლების დროსაც იყო, მაგალითად, გავიხსენოთ მომღერალი გოგა ხაჩიძე...

- ხარვეზები რომ წინა ხელისუფლებაშიც იყო და ახლაც არის, ამაზე არ ვდაობთ. მაგრამ როდესაც განათლებაზე და იმაზეა საუბარი, რომ პროფესიონალები გვჭირდება, ვთვლი, რომ თითოეული და მით უმეტეს მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი თავის საქმეში პროფესიონალი უნდა იყოს. მართალია, მე არ ვარ იურისტი, მაგრამ შეიძლება, კარგად ვერკვეოდე ადამიანის უფლებებში და კანონებში. მაგრამ შს მინისტრი მინიმუმ იურისტი უნდა იყოს. ეს ჩვენი მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი. თუ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, მაშინ აზრს ზოგადად, განათლებისკენ სწრაფვაც კარგავს. გამოდის, რომ ადამიანს, თუ პროფესიონალი არ არის, მაინც შეუძლია, სხვადასხვა თანამდებობაზე უპრობლემოდ იმუშაოს.

- საერთოდ, რატომ გგონია, რომ ადამიანი, რომელიც ადრე სხვა საქმეს ემსახურებოდა, პოლიტიკაში აუცილებლად განიცდის კრახს, ან ცუდი მენეჯერი იქნება? მაგალითად, რონალდ რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული..

- უცხოური მაგალითების საფუძველზე ნუ ვიმსჯელებთ. დიდი ექსპერტი ამ საკითხში არც მე ვარ, თუმცა ვფიქრობ, ჟურნალისტებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ექიმებმა - თავიანთი, ფილოსოფოსებმა კი უნდა იფილოსოფოსონ. გამონაკლისები კი ყველაფერში შეიძლება დავუშვათ, უბრალოდ, ამან არ უნდა მიიღოს სისტემატიური სახე.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ნახეთ ვიდეო: კარგი ფილოსოფოსი შეიძლება იყოს კარგი ექიმი? - სტუდენტის "გადაკრული" შეკითხვა პრემიერს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია