რა უნდა იცოდეთ, თუ ისრაელში წასვლას აპირებთ: საგარეო უწყება ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის განმარტებას აკეთებს

რა უნდა იცოდეთ, თუ ისრაელში წასვლას აპირებთ: საგარეო უწყება ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის განმარტებას აკეთებს

ისრაელის სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში ტურისტული ან კერძო ვიზიტით მიემგზავრებიან, შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ 90 დღემდე დარჩენა 6 თვის მანძილზე.

მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

გარდა ამისა, მგზავრებს, ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე, შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა ისრაელის სახელმწიფოში მუშაობის უფლებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები