გიორგი მარგველაშვილი - ისრაელთან ძალიან ახლო ურთიერთობებს მივესალმებით

გიორგი მარგველაშვილი - ისრაელთან ძალიან ახლო ურთიერთობებს მივესალმებით

ჩვენ მივესალმებით ისრაელთან ძალიან ახლო ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მარგველაშვილმ აღნიშნა, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. "ეს საკითხი ცოტა ხნით ადრე მოგვარდა. დღეს უკვე ამ შეთანხმების პირდაპირ შედეგებს ვხედავთ. მივესალმებით ისრაელთან ძალიან ახლო ურთიერთობებს და იმას, რომ ისრაელის სახელმწიფო 90 დღიან ვიზას გასცემს გაადვილებული პროცედურით. ბუნებრივია, ჩვენ გვიხარია ურთიერთობის ასეთი განვითარება. ასეთი ტიპის ბიოროკრატიული საკითხების მოხსნა კიდევ უფრო გააღრმავებს სავაჭრო, კულტურულ და პირად ურთიერთობებსაც ჩვენს მოძმე ერთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა