"აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ" - უკავშირდება თუ არა თარგამაძის წასვლა ასლან აბაშიძის ვაჟის დაბრუნებას

"აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ" - უკავშირდება თუ არა თარგამაძის წასვლა ასლან აბაშიძის ვაჟის დაბრუნებას

"აქტიურ პოლიტიურ საქმიანობას ვწყვეტ, პარტიის საქმიანობას ჩემი მეგობარი, გიორგი ახვლედიანი გაუძღვება" - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე. სად აპირებს "ქრისტიან-დემოკრატების" ყოფილი ლიდერი საქმიანობის გაგრძელებას  - სამომავლო გეგმებზე მას "კვირის პალიტრა" ესაუბრა.

- ბევრ სფეროში მაქვს ცოდნა და გამოცდილება მიღებული და ამის გამოყენებას ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 40 წლის ადამიანისთვის უნიკალური და უნივერსალური სამუშაო გამოცდილება მაქვს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებით...

- ყველა ვერსიას განვიხილავ, რადგან ჯერ არ გადამიწყვეტია, სად გავაგრძელებ საქმიანობას. აქამდე მაინც პოლიტიკოსის სტატუსი მქონდა და ეს გარკვეულწილად მზღუდავდა.

- თქვენს მიერ განვლილი გზა და კარიერა ახსენეთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ თქვენი და ასლან აბაშიძის ურთიერთობა. არაერთხელ ითქვა, რომ აბაშიძესთან ურთიერთობა გამოიყენეთ წარმატებული კარიერისთვის, "ხრიკები, ინტრიგები და თარგამაძისეული მეთოდები, რითაც ეშმაკურად გააცურა ამ პატარა ბიჭმა აჭარის ლომი" - ასეც ხასიათდებოდა თქვენი აბაშიძესთან მუშაობა... როგორია ამაზე თქვენი პასუხი?

- ამაზე შეგიძლიათ, ასლან აბაშიძესთან ჩემი თანამშრომლობის მომსწრე ადამიანებს ესაუბროთ, რომლებსაც ყურით მოთრეული ჭორები კი არა, რეალური ინფორმაციები აქვთ... ამ ბინძური ჭორების გავრცელება ჩემი პოლიტიკური ოპონენტების ინტერესებში შედიოდა. ნებისმიერ დროს შემიძლია ნებისმიერ მათგანს გავცე პასუხი. აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ, მათთან ნათელ-მირონობა მაკავშირებს, რაზეც საჯაროდ ხშირად არ ვსაუბრობ, რადგან ამორალურად და არაკორექტულად მიმაჩნია, თანაც, ამის ზედმეტად ხაზგასმით, მათ უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებ...

ისე კი, იქნებ დამისახელოს ვინმემ ისეთი სფერო, რომელიც მე მებარა და ასმაგად წარმატებული არ გახდა...

- გიორგი აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა. თუ გაქვთ მასთან ურთიერთობა და პარტიიდან თქვენი წამოსვლა ხომ არ უკავშირდება მის დაბრუნებას?

- ჩვენ ყოველთვის კარგი გვინდოდა და გვინდა ერთმანეთისთვის, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ჩვენს შორის პოლიტიკური საკითხები არ დგას.

იხილეთ სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა