როდემდე გაგრძელდება წვიმა და თოვლი საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება წვიმა და თოვლი საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

19 მარტამდე საქართველოში წვიმიანი და ცვალებადი ამინდები იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმს, მაღალმთაში კი - თოვს. კერძოდ, მესტიაში, შოვში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში კი თოვლთან ერთად ქარბუქია.

წვერავას თქმით, ხვალიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, შემცირდება ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება. ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლი 19 მარტამდე გაგრძელდება.

19 მარტამდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 13 გრადუსი, ღამით კი 4-9 გრადუსი იქნება. მთაში ღამით -2 +3; დღისით - 7 -12 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - 6-1; დღისით 3-8 გრადუსი.

ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა 16 გრადუსი, ღამით 2-7 გრადუსია მოსალოდნელი; მთაში ღამით -5;0; მაღალმთაში ღამით -10;-5

19 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება; ღამით 12 გრადსი;

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 9 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით 20-22 გრადუსი; მთაში დღისით 20 გრადუსი; მაღალ მთაში დღისით 15 გრადუსი;

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია