70 წლის ქალბატონმა გვითხრა, ფეხმძიმედ ვარ და ურიგოდ შემიშვითო - რა ხდება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მომლოცველთა რიგში

70 წლის ქალბატონმა გვითხრა, ფეხმძიმედ ვარ და ურიგოდ შემიშვითო - რა ხდება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მომლოცველთა რიგში

სამების საკათედრო ტაძართან მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მომლოცველთა რიცხვი არ მცირდება. მათ საათობით რიგში დგომა უწევთ. თუ ადრე რიგში დგომა 6 საათიც კი გრძელდებოდა, ახლა ეს დრო 2-3 საათით შემცირებულია, შესასვლელები კი, კიდევ უფრო დაცული. მხოლოდ 2 ცოცხალი რიგის გავლის შემდეგაა შესაძლებელი ტაძარში მოხვედრა. ტაძრის ყველა შესასვლელი გადაკეტილია.

"გურია ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმისთვის, რომ გარკვეულ პირებს წმინდა ნაწილების მოსალოცად, საათობით რიგში დგომამ არ მოუწიოთ, ტაძარში მოსახვედრად ე.წ. VIP შესასვლელი არსებობს, რომლითაც VIP პერსონები სარგებლობენ. გამოცემასთან აღნიშნულს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დასაქმებული მაღალჩინოსანი ადასტურებს, თუმცა კონკრეტულად ვინ შედის VIP პერსონების სიაში, ცნობილი არ არის.

VIP შესასვლელის არსებობას ტაძრის შესასვლელთან მობილიზებული სამხედროები კატეგორიულად უარყოფენ და დასძენენ, რომ ურიგოდ მხოლოდ ბავშვიან ოჯახებს უშვებენ. ბიჭები, რომლებიც ტაძრის შესასვლელებთან მორიგეობენ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიან და 12-საათიანი მორიგეობა უწევთ იმის მიუხედავად, თუ როგორი ამინდია. ზოგჯერ უფრო მეტიც, მორიგეობა განსაზღვრული არაა და იგი "უფროსზეა" დამოკიდებული.

სამების ტაძარში მობილიზებული სამხედროები კურიოზებსაც იხსენებენ. "ერთ საღამოს დაახლოებით 70 წლამდე ქალბატონი მოვიდა და გვითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და ურიგოდ შეგვეშვა", - ჰყვება ერთ-ერთი ჯარისკაცი. 

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია