ქურდული გარჩევები და ე.წ. "პოსლეზე" თამაშები - კონტროლდება თუ არა ტოტალიზატორები?

ქურდული გარჩევები და ე.წ. "პოსლეზე" თამაშები - კონტროლდება თუ არა ტოტალიზატორები?

ახალგაზრდა თაობა, მათ შორის არასრულწლოვანები აზარტულ თამაშებში აქტიურად არიან ჩაბმულნი. ტოტალიზატორი, პოკერები და სხვა აზარტული თამაშები უბრალო გართობით იწყება და ათასი პრობლემის სათავე ხდება.

წაგებული უზარმაზარი თანხები, ქურდობა, ძარცვა, გაყიდული სახლები, უკმაყოფილება ოჯახში და ტრაგედიებიც კი - თვითმკვლელობამდე მიყვანა, რომელიც მოზარდებში სულ უფრო ხშირად ხდება.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის ტოტალიზატორები სავსეა არასრულწლოვნებით, რომლებიც სკოლის პერიოდში დადიან სათამაშოდ. ასევე, 19 წლამდე მოზარდებით, რომელთა მშობლები, ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მათი შვილები ამ მავნე ჩვევისგან განთავისუფლდნენ.

რამდენიმე დღის წინ 18 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ტოტალიზატორში დიდი რაოდენობის თანხის წაგება დასახელდა, მას "თავანი" ჰქონდა ჩასაბარებელი. არის ფაქტები, როცა მშობლები საკუთარი შვილების იმიჯის გაფრთხილების მიზნით, იძულებულები არიან მსგავსი "თავანები" ჩუმად გადაიხადონ.

"გურია ნიუსი" შეეცადა, გაერკვია, რა მდგომარეობაა ოზურგეთში მოქმედ ტოტალიზატორებში, ვინ აკონტროლებს მათ საქმიანობას, ხდება თუ არა თამაში ე.წ." პოსლეზე", რასაც მოჰყვება სავალალო შედეგები?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია