საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილის ავღანეთში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში იმყოფებოდა.
პრეზიდენტის Facebook-ის ვებგვერდზე გიორგი მარგველაშვილის ავღანეთში ვიზიტის ამსახველი ფოტომასალაც გამოქვეყნდა.
გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში შაბათს იმყოფებოდა. პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში იყვნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, საქართველოს შეიარაღებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. ავღანეთში იმყოფებოდა მაკა ჩიჩუაც.


