საქართველო, შეთავაზების შემთხვევაში, ყირიმის საერთაშარისო მისიაში ჩართვაზე იმსჯელებს

საქართველო, შეთავაზების შემთხვევაში, ყირიმის საერთაშარისო მისიაში ჩართვაზე იმსჯელებს

თუ საქართველო მიიღებს შემოთავაზებას ყირიმში ეუთო-ს მისიაში მონაწილეობის შესახებ, მაშინ ქართული მხარე ამ საკითხებზე იმსჯელებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მუშაობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

"ჯერჯერობით ცნობილია, რომ გაერო გააგზავნის 30-კაციან დამკვირვებელთა ჯგუფს. ეუთო-ს მისიის კონკრეტიკა კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ საერთოდ საქართველო ყოველთვის მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში, რომელიც ხელს უწყობს სტაბილურობის განმტკიცებას ამა თუ იმ რეგიონში და ამის მაგალითი ბევრია. თუკი საქართველო ამ შემოთავაზებას მიიღებს, იგი რასაკვირველია, სერიოზულად იმსჯელებს ამ თემაზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა