ერეკლე კოდუას ადვოკატი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს

ერეკლე კოდუას ადვოკატი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ადვოკატი მთავარი პროკურატურის ბრალდებებთან დაკავშირებით პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კოდუას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა, ჯერ საქმის მასალებს ეცნობა.

"საქმის მასალები ჩაგვბარდა და ვეცნობით. კონკრეტულ კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ. ალბათ, საღამოსთვის შემეძლება კონკრეტულად საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით უკვე საუბარი უშუალოდ ერეკლე კოდუასთან, ადვოკატმა აღნიშნულის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

"ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით", - განმარტა კოდუას ადვოკატმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა.

როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კოდუასთვის ბრალის წარდგენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ