"ბიო"_ არა-ბიო-ლოგიური სიკვდილი გამოწერით

"ბიო"_ არა-ბიო-ლოგიური სიკვდილი გამოწერით

"ის, ვინც სპაისებს (ბიოს) მოიხმარს, იდიოტია, რადგან დღეს ჩვენ, მეცნიერებს, ექიმებს არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა შედეგს მოიტანს ამ ნივთიერებების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი მის მოხმარებას შეწყვეტს. რადგან არ არსებობს გამოცდილება და მტკიცებულებები, რაც იმის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს, რა მოხდება მომავალში" - ეს სიტყვები ამერიკელი პროფესორს, ქიმიკოს ჯონ დაბლიუ ჰაფმანს ეკუთვნის. ადამიანს, რომელიც თავად მუშაობდა იმ ხელოვნური კანაფინოიდების სინთეზზე, რაც დღეს საზოგადოებაში ბიოსა და სპაისების სახელითაა ცნობილი.

მათი დიდი ნაწილის გამოშვება, თავის დროზე, სამეცნიერო მიზნებისთვის მოხდა. GWH, რომელსაც სინთეზური ფსიქოტროპული ნივთიერების სახელით იცნობენ, გახლავთ აბრევიატურა ამერიკელი პროფესორის, ქიმიკოს ჯონ დაბლიუ ჰაფმანისა, რომელიც მუშაობდა ხელოვნური კანაფინოიდების სინთეზზე. ე. წ სპაისები, ანუ სინთეზური ფსიქოტროპული ნივთიერებები შედარებით ახალი შექმნილია და მსოფლიოს წინაშე, როგორც პრობლემა, 2006-2007 წლებში დადგა. თუმცა, შემდეგ ძალიან ბევრი ასეთი ნარკოტიკული საშუალების სინთეზი მოხდა მიწისქვეშა ლაბორატორიებში და საბოლოოდ, რამდენიმე ძირითადი ჯგუფი გამოიყო.

ინტერნეტით გამოწერილი ფსიქიკური აშლილობა...

მას ძირითადად, ინტერნეტით იწერენ... თუმცა, წარმოდგენა არ აქვთ,  რა ნივთიერებები შედის იმ ნარკოტიკის შემადგენლობაში, რომელსაც ამანათით ელოდებიან...

ბიო, სპაისები, აბები... ხშირად, ერთ ფხვნილში რამდენიმე სახის ფსიქოტროპული ნივთიერებაა შერეული, რამაც ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდეც შეიძლება მიიყვანოს. ხშირ შემთხვევაში, ექიმებს უჭირთ იმის დადგენა, თუ რა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება პაციენტი.

"საერთოდ, "სპაისები" ორ ჯგუფად იყოფა: ნატურალური და სინთეზირებული. საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით მოდური გახდა ე.წ სინთეზირებული ანაშა, რომელსაც "ბიოს" სახელით იცნობენ. სწორედ ეს სინთეზირებული ანაშა გახდა საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე უამრავი ახალგაზრდის სიკვდილი მიზეზი", - ამბობს საქართველოს ანტინარკოტიკული მედია კლუბის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

ბიო "ეფექტი" - აღქმის პათოლოგიით დაწყებული, სიკვდილით დამთავრებული...

სპეციალისტების განმარტებით, ეს ნივთიერებები ტოქსიკურია და მათი ზემოქმედება თავის ტვინზე იმდენად ძლიერია, რომ იწვევს:

1. აღქმის პათოლოგიას 2. ილუზიებს 3. ჰალუცინაციებს 4. ბოდვითი აზრების წარმოშობას 5. შფოთვას 6. აგრესიულობას 7. დისფორიას 8. დეპრესიულ განწყობას (განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა თავს ანებებენ) 9. აპათიას - (არ უნდათ არაფრის კეთება), 10. ცნობიერების დაქვეითებას; 11. მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, (რის გამოც შესაძლებელია მოხდეს კოლაფსი ან გამოიწვიოს ინფარქტი).

"იმის გამო, რომ ბიოსა და სპაისებს ძალიან ხანმოკლე მოქმედება აქვს, ადამიანები იძულებულები ხდებიან, ხშირად მიიღონ ის. მიჩვევა მსგავსი ტიპის აბების მიმართ ძალიან სწრაფად ვითარდება და ზოგჯერ დღეში შესაძლოა, 20-ჯერაც მიიღონ. დღიური დოზა ძალიან სწრაფად იზრდება. შესაბამისად, იზრდება ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მის ორგანიზმზე.

გაბრუების ეფექტს იწვევს სწრაფად, რასაც შესაძლოა, მოყვეს ტოქსიკური ზედოზირება და ადამიანი დაიღუპოს. ლეტალობის პოტენციალი გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. განსაკუთრებით რთული შემთხვევაა, როცა ბიოს და ალკოჰოლის აღრევა ხდება ერთმანეთში", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხათუნა თოდაძე.

ბიო და სექსი...

ბიოს მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ეს მათ სექსუალურ პოტენციალს ამაღლებს და ერთ-ერთი მიზეზი მისი მოხმარების, განსაკუთრებით იმ მამაკაცებში, რომელსაც ასაკის გამო გარკვეული პრობლემები უჩნდებათ, ესეცაა. თინეიჯერები კი მას მძაფრი სექსუალური შეგრძნებებისთვის იყენებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი ეს ილუზია ძალიან სწრაფად სრულდება და გაცილებით მძიმე უკუეფექტებით, ვიდრე წარმოუდგენიათ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია