ვინ არის მამაკაცი, რომელიც საქართველოს პარლამენტთან გაშიშვლდა

ვინ არის მამაკაცი, რომელიც საქართველოს პარლამენტთან გაშიშვლდა

წელსზევით შიშველმა მამაკაცმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. წარმოშობით წალენჯიხელი ჯემალ ზარქუა პროტესტის ამ ფორმით დეპუტატების ყურადღების მიპყრობას შეეცადა. საკუთარ პრობლემაზე მან Ambebi.ge-სთან ისუბრა.

როგორც ზარქუას მონაყოლიდან ირკვევა, მას პრობლემები ოჯახის წევრებთან აქვს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ოჯახის წევრებმა მასზე უარი თქვეს და საკუთარი სახლიდან გამოაძევეს.

"უკვე რამდენიმე თვეა მამაჩემი, ჩემი და და დისშვილები სახლში არ მიშვებენ. არადა საბინაო წიგნაკში მამაჩემთან ერთად მე ვწერივარ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლი ჩემიც არის. ყველანაირი უფლება მაქვს ღამის სამი საათი იქნება თუ ოთხი, ვინც საბინაო წიგნაკში არ წერია,  გარეთ გავყარო. 30 წელი ციხეში ვიჯექი და თუ დავუშავე ვინმეს რამე, მხოლოდ საკუთარ თავს", - ამბობს ჯემალ ზარქუა.

ზარქუა ღამეებს ქუჩაში ატარებს, რადგან წასასვლელი არსად აქვს. მესამე წელია ამ ვითარებაში უწევს ცხოვრება.

"უკვე მესამე წელია ქუჩაში მძინავს და სამართალს ვერსად მივაკვლიე. აქ სწორედ მაგიტომ მოვედი. საკუთარი ოჯახის წევრებმა თქვეს ჩემზე უარი, თუმცა მათ მხარს წალენჯიხაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უმაგრებენ",- აცხადებს ზარქუა.

მისი თქმით, პროტესტის ამ ფორმას იმიტომ მიმართა, რომ დეპუტატების ყურადღება მიეპყრო.

"ვეძებ სამართალს და იმედია, აქ მაინც მივაგნებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ან რომელ დეპუტატს შევხვდები, მთავარია სიმართლე დადგინდეს", - აცხადებს ზარქუა. პარლამენტში დღეს დეპუტატები არ იმყოფებოდნენ, ამიტომ ჯემალ ზარქუამ მიზანს ვერ მიაღწია.

ნახეთ ვიდეო

ირაკლი აკობია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია