გოგა ხაჩიძის საპარლამენტო "შატალოები" - "ურცხვია და ნამუსის ძარღვი აქვს გაწყვეტილი"

გოგა ხაჩიძის საპარლამენტო "შატალოები" - "ურცხვია და ნამუსის ძარღვი აქვს გაწყვეტილი"

"ოჯახური პირობების გამო ვერ ვესწრები სხდომას", - ამგვარი შინაარსის ცნობას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი მისი კოლეგა დაპუტატისგან, გოგა ხაჩიძისგან ხშირად იღებს.

გია ცაგარეიშვილი პარლამენტის უმცირესობის წევრებს საკომიტეტო და სასესიო სხდომების გაცდენისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თავად ოპოზიციაში 8 წელი იყო და უმიზეზოდ არც საპარლამენტო და არც საკომიტეტო სხდომა არ გაუცდენია.

"ბატონი ხაჩიძე ყოველი კომიტეტის სხდომაზე მიგზავნის ცნობას: "ოჯახური პირობების გამო ვერ ვესწრები სხდომას". მე ამგვარი ცნობების გაგზავნა მასწავლებლისთვის მრცხვენოდა სკოლაში რომ ვსწავლობდი, 45 წლის კაცი ვარ! ეს კაცი რომ ურცხვია და ნამუსის ძარღვი რომ აქვს გაწყვეტილი, ნახეთ. როგორ ჩაიწერა კოლეგის, სესიაშვილის სატელეფონო საუბარი! "ადამიანის" მორალზე, ზნეობაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ მე ამ ცნობებს ვაგროვებ. ახლახან პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამის კომიტეტს დაავალა, მოიკვლიონ ეს ყოველივე. სადღაც ხომ უნდა დასრულდეს!", - აცხადებს ცაგარეიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ მას ყავს კომიტეტის წევრი, რომელიც წელიწადნახევარია თვალით არ უნახავს და ალბათ, კოლეგის სახეზე ცნობა გაუჭირდება. ცაგარეიშვილს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დეპუტატებისგან 200-მდე საპატიო ცნობა დაუგროვდა.

ეკა ბახუტაშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა