უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია. "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, ქუთაისის მიმართულებით მგზავრობისას, ხაშურიდან უკან დააბრუნეს. მისივე ცნობით, ადგილზე განუმარტეს, რომ უამინდობის გამო, ჩახერგილია დიდი მანქანები და 3-4 საათის განმავლობაში მოძრაობის აღდგენა ვერ მოხერხდება. მგზავრების განცხადებით, მაგისტრალზე მიკროავტობუსებია გაჩერებული და შექმნილია საცობები.

ამასთან, გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მათი ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია