პოლიეთილენის პარკი გარემოსთვის გადაუჭრელი პრობლემაა, ეს არის ნაგავი რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. ჩვენს რეალობაში კი, როგორც ქუჩაში, ასევე ჰაერში "მფრინავ" პარკებს მრავლად შეამჩნევთ. ამჯერად ჩვენი ყურადღება "ნაგვის ხეებზე" შეჩერდა. ხეებზე შეფენილი პოლიეთილენის პარკების შემჩნევა ყველას შეუძლია, მათ შორის, ალბათ, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებსაც. პრობლემა თბილისის გარეუბნებში უფრო მწვავედ დგას.
ნავთლუღი, კახეთის გზატკეცილი, ისანი, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - ეს ის ადგილებია, სადაც ხეებზე არა მარტო პოლიეთილენის პარკი, პირსახოცი, სკამი და სხვა ნივთები კიდია. "ნაგავით დახუნძლულ " ხეებს ძირითადად, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/42902-videofaqti-q
nagvis-kheebiq-thbilisshi.html