რიჩარდ ნორლანდი - ვიცი, საქართველოში ღელავენ იმის შესახებ, რომ შეიძლება ისტორია განმეორდეს

რიჩარდ ნორლანდი - ვიცი, საქართველოში ღელავენ იმის შესახებ, რომ შეიძლება ისტორია განმეორდეს

ვიცი, საქართველოში ღელავენ იმის შესახებ, რომ შეიძლება ისტორია განმეორდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა რაიმე სანქცია, რაც შეიძლება ამოქმედდეს რუსეთის წინააღმდეგ, ელჩმა უპასუხა, რომ პრეზიდენტ ბარაქ ობამას თქმით, სანქციები, რომელიც დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, არის აზრის მატარებელი.

"თუ ამ დაწესებულ სანქციებს არ მოყვება შედეგი, ისიც აღინიშნა, რომ რუსეთს ექნება დამატებითი ფასი, რომელსაც იგი იგრძნობს და რომელიც მას დაუწესდება. ვიცი, რომ საქართველოში ღელავენ იმის შესახებ, რომ შეიძლება ისტორია განმეორდეს. მნიშვნელოვანია ერთად ვიმუშავოთ იმაზე, რომ ეს ასე არ იყოს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

შეკითხვაზე, დაგვიანებული ხომ არ არის სანქციები დასავლეთის მხრიდან, ელჩმა უპასუხა, რომ მოვლენები ძალზე სწრაფად განვითარდა და ყველანაირი ძალისხმევა იყო გამოყენებული, რათა რუსეთს მისცემოდა საშუალება თავიდან აერიდებინა ასეთი საქციელი.

"ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მსგავსი ქცევის წესი აღარ ვიხილოთ. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მხრივ ერთობლივად მუშაობს ამ თემაზე. საქართველო კი არის ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა