ბიძინა ივანიშვილი - როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება

ბიძინა ივანიშვილი - როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნა ქართული ხასიათის შედეგი იყო.

"ტელეიმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" ივანიშვილმა მოქმედი ხელისუფლების ყოფილ და ახალ მთავარ პროკურორებზე ისაუბრა.

"საუბედუროდ, გიორგი ბადაშვილს არ ვიცნობ. მაქვს ზოგადი ინფორმაცია, ძირითადად მედიის მხრიდან. ის, რომ მესამე პროკურორი გვყავს, აჩვენებს ხელისუფლების ხელწერას. იმავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პასუხისგებაში მიეცა, რაც აჩვენებს, რომ შიდა და გარე სამზარეულო არ არსებობს და ხელწერა, რაც მე მქონდა, დღესაც გრძელდება. ორი ყოფილი მთავარი პროკურორი გვყავს. არჩილ კბილაშვილი თავისუფალია და სამოქალაქო საზოგადოებაში საქმიანობით არის დაკავებული. არავინ მას ხელს არ უგრიხავს, ნებისმიერ თემაზე შეუძლია ისაუბროს, თუ რა ხდებოდა მის დროს - ხდებოდა თუ არა ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ხატავს, რომ ლამის მე ვიჭერდი ყველას... ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობდი - ძალიან კაცური და ვაჟაცურია. ის მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად. არ ვიცი, როგორც მოხდა დანიშვნა, რომ გამოეპარათ... ქართული ხასიათია. ქართველები ელექტონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ დენში ვაერთებთ - არც ერთი არ ვკითხულობთ ინსტრუქციას. ზუსტად ასე მოხდა ჩემი აზრით, ქართული ხასიათიდან გამომდინარე - არც მან მიაქცია ყურადღება, არც გუნდმა, რადგან ნამუშევარი ჰქონდა სხვა მაღალ თანამდებობებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა