რა არ მოსწონს მარგველაშვილს ივანიშვილის: "ეს თანამედროვე ლაქებით და ხაზებით დახატული ნახატები საერთოდ არ მესმის"

რა არ მოსწონს მარგველაშვილს ივანიშვილის: "ეს თანამედროვე ლაქებით და ხაზებით დახატული ნახატები საერთოდ არ მესმის"

მას შემდეგ, რაც თეა სიჭინავას თოქ-შოუში ექს-პრემიერმა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა, სოციალურ ქსელებში გამოხმაურებები არ ცხრება. ამ ფონზე აქტუალური გახდა გიორგი მარგველაშვილის ვიდეობლოგი, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და კრიტიკულ მოსაზრებებსაც გამოთქვამს. მარგველაშვილი ვიდეობლოგს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, პოლიტიკაში გამოჩენამდე აწარმოებდა. გთავაზობთ ვიდეოს და რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტის ტექსტურ ვერსიას.

"არ მომწონს მისი (ივანიშვილის) გემოვნება. ეს თანამედროვე ლაქებით და ხაზებით დახატული ნახატები საერთოდ არ მესმის და არ მესმის, ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს... ნუ, მას მოსწონს და ძვირსაც იხდის იმაში, რაშიც მე რომც მაჩუქონ, არანაირად არ მინდა...

უცხო და განსხვავებულია ბიძინას რაციონალიზმი. ამაზე ბევრი გვილაპარაკია, და ბუნებრივია, ერთმანეთს ვერაფერი ვერ დავუმტკიცეთ; ორივე ჩვენს აზრზე დავრჩით..."

ამასთან, მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს უსასრულოდ კამათის სიყვარულს უწუნებს. ამბობს, რომ "ბიძინა დაუდგენელ ზღვრამდე კამათობს და მსჯელობს..."

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა