რას უკავშირდებოდა თბილისის მოსახლეობისთვის წყლის სისტემატურად შეწყვეტა - GWP განცხადებას ავრცელებს

რას უკავშირდებოდა თბილისის მოსახლეობისთვის წყლის სისტემატურად შეწყვეტა - GWP განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

როგორც ანტიკრიზისული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, შტაბის შექმნის აუცილებლობა მკაცრი ზამთრის პირობებში შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია. მისივე თქმით, შტაბის შექმნის მიზანი კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება, რაც წყალსადენ მაგისტრალურ ქსელებზე წლევანდელი მკაცრი ზამთრის შედეგად მოხდარ ავარიულ დაზიანებებზე, ოპერატიულ რეაგირებასა და მათ მინიმუმამდე დაყვანაში მდგომარეობს.

გიორგი გაჩეჩილაძემ დეტალურად ისაუბრა შტაბის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით თბილისში პრაქტიკულად აღარ არსებობს დაგროვილი დაზიანებები. როგორც მან აღნიშნა, კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბმა 24-საათიან რეჟიმში მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად შეძლო კომპანიის საავარიო სამსახურის გაძლიერება ახალი ბრიგადებითა და სპეცტექნიკით, კერძოდ, არსებულ 57 საავარიო ბრიგადას დაემატა 28 ახალი, კარგად აღჭურვილი მობილური ბრიგადა. ამასთან, თბილისის მასშტაბით ზამთრის სეზონზე დაგროვილი 100-ზე მეტი მსხვილი და მცირე ავარიული დაზიანების გამოვლენა და აღმოფხვრა მოხერხდა.

"შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პროცესი მართვადია. შემცირებულია როგორც ავარიების რაოდენობა, ასევე შემცირებულია გამორთვების არეალი. ვცდილობთ, რომ გამორთვები, აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში ვაწარმოოთ, რათა რაც შეიძლება მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს აბონენტებს", - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბმა მუშაობა 12 თებერვლიდან დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ანტიკრიზისული შტაბის შექმნა დროებითი ღონისძიებაა და ის ფუქნციონირებას პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გააგრძელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია