"ყველაფერი ამ ქალაქში ხდება" - როგორ ახასიათებს უცხოური გამოცემა თბილისს და რას ურჩევს ტურისტებს

"ყველაფერი ამ ქალაქში ხდება" - როგორ ახასიათებს უცხოური გამოცემა თბილისს და რას ურჩევს ტურისტებს

გამომცემლობა Lonely Planet, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარი გიდია, მოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის ღირშესანიშნაობებზე მოუთხრობს.

კომპანიის მფლობელია BBC Worldwide. Lonely Planet-ის გვერდი თბილისსაც ეთმობა.

"საქართველოს დედაქალაქი თბილისი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. ყველაფერი ამ ქალაქში ხდება. თბილისში იხილავთ ვიწრო ხეივნებს, შთამბეჭდავ ეკლესიებს და ძველ აივნიან სახლებს. ამასთან, ის თანამედროვე ქალაქია, სადაც კულტურული და ღამის ცხოვრება დუღს. იხილავთ პრესტიჟული ახალი შენობების პროექტებს: ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, მაღაზიებს და სხვა. თუმცა, ნაკლები ფული ხმარდება მუშათა კლასის უბნებს, ან ავტობუსის უწესრიგო და ბინძურ სადგურებს. სამ კავკასიურ ულამაზეს დედაქალაქს შორის, თბილისი კვლავაც კავკასიის გულია. არც ერთმა ვიზიტორმა არ უნდა დაკარგოს შანსი, მას ესტუმროს", - წერია სტატიაში.

სტატიას თან ერთვის რესტორნების, სასტუმროებისა და ღირშესანიშნაობების სია, რომელიც თბილისში ჩასულმა ტურისტმა უნდა მოინახულოს.

მომზადებულია Lonely Planet-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია