ყველაზე მაღალი შენობები საქართველოში

ყველაზე მაღალი შენობები საქართველოში

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა დუბაის ცენტრში მდებარე 163 სართულიანი "ხალიფას კოშკია". ქართული ცათამბჯენები მასთან შედარებით ჯუჯებად გამოიყურებიან. თუმცა ალბათ, საინტერესოა, საქართველოში ყველაზე მაღალი შენობების ჩამონათვალი.

როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა ბათუმშია – 35-სართულიანი შენობა, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა აშენებულიყო. დანარჩენი ყევლაზე მაღალი შენობები კი თბილისში მდებარეობს.

"თბილისში ყველაზე მაღალი შენობაა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია". ის 25-სართულიანი სახლის სიმაღლისაა. თვითონ სასტუმრო 20 სართულიანია, თუმცა, ზემოთ კიდევ რამდენიმე დარბაზია.

ამის შემდეგ მოდის მერიის ახალი შენობა და ყოფილი სასტუმრო "აჭარა", ახლანდელი "ჰოლიდეი ინი". თითოეული მათგანი 22- სართულიანია და დაახლოებით ერთი სიმაღლისაა. მათ შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ 18- სართულიანი კორპუსებზე სპორტის სასახლის უკან და 17-სართულიანი სახლი პარლამენტის შენობასთან", - გვითხრა არქიტექტორმა ნიკოლოზ აბაშიძემ.

ამასთან, როდესაც საქართველოს დედაქალაქში მრავალფუნქციური შენობის, 40-სართულიანი "თბილისი-რეზიდ-თაუერსის" მშენებლობა დასრულდება, ის საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

ნინო კვიტაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია