მანანა კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი ეპითეტი მოუძებნა

მანანა კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი ეპითეტი მოუძებნა

დაიჯერეთ, რომ თავსმოხვეული ოპოზიცია ბრძანდებით და ნუ გეწყინებათ, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

"ნამდვილად ვიზიარებ, როგორც საზოგადოების არაერთი წევრი, იმ აზრს, რომ თავსმოხვეული ოპოზიციაა ნამდვილად დღეს "ნაციონალური მოძრაობა". ის, რაც განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, არის საზოგადოების აზრი. 2012 წლის არჩევნები მეტად სამართლიან გარემოში რომ ჩატარებულიყო, დამერწმუნეთ, თქვენ აქ არ ისხდებოდით, ვინაიდან არ გქონდათ საზოგადოების ნდობა არც მაშინ და არც - ახლა. ამიტომ თავსმოხვეული ოპოზიცია ბრძანდებით და ნუ გეწყინებათ", - განაცხადა კობახიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" უკვირს, ივანიშვილი პრეზიდენტს რომ აკრიტიკებს, თუმცა ის უფრო გასაკვირია, "ნაციონალური მოძრაობა" არათუ არ ემიჯნება, ვერ ახერხებს, გააკრიტიკოს სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებული ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

"თქვენ გაამართლებთ მეგის ქარდავასაც, კოხტა კოდუასაც და კიდევ ბევრ ადამიანს. თქვენ კრიმინალებს ვერ აკრიტიკებთ და რა თქმა უნდა, გიკვირთ, როდესაც ყოფილი პრემიერი ახერხებს იმას, რომ თავისი გუნდის წევრი გააკრიტიკოს. ეს არის დემოკრატიის მანიშნებელი. თქვენ ვერ ახერხებთ, მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკოთ და ამიტომ გეშინიათ იმ ყველაფერის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს. ძალიან მაინტერესებს, როგორი პასუხები გექნებათ იმაზე, რაც გაცხადდა ადეიშვილის ან იგივე ახალაიას მიმართ. ადეიშვილის ჩვენება, რომელიც უგულავას ადვოკატმა გაასაჯაროვა, არ არის ჩვენება თქვენს წინააღმდეგ?" - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა