როგორ ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში? - პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე

როგორ ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში? - პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე

როგორი შეიძლება იყოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში? რა უნდა გაითვალისწინონ მართვის მოწმობის აღების მსურველებმა?

ის, რაზეც ჟურნალი "AUTO BILD საქართველო" ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბრის ნომერში საჭირო იდეის დონეზე წერდა, 2014 წელს რეალურად განხორციელდება.

"მე ვფიქრობ, რომ კრიტიკა სულ სხვა მიმართულებით უნდა მივმართოთ: კარგი იქნება, თუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ქალაქში, ქუჩებში გადაინაცვლებს, რადგან ხარ თუ არა მისაღები მძღოლი, ამ კითხვაზე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხის მიღება მხოლოდ რეალურ მოძრაობაშია შესაძლებელი და არა სპეციალურ მოედანზე," - ეს გახლავთ ამონარიდი "AUTO BILD საქართველოს" მთავარი რედაქტორის, შალვა ბუაჩიძის სვეტიდან, რომელიც 2013 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში მოუწევთ, - ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკური გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა. "2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებულ იქნება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება", - ნათქვამია სტრატეგიაში.

ამასთან, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს ასევე იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების დანერგვა.

AUTO BILD-ის რჩევები

პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე

კითხვა: როგორ უნდა მოვემზადო პრაქტიკული გამოცდისთვის, რომელიც რეალურ მოძრაობაში ტარდება?

პასუხი: გამოცდის დღეს აუცილებლად მაქსიმალურად განტვირთული და დასვენებული უნდა იყოთ. ყველანაირად ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესი. უმჯობესია, გამოცდაზე გამოცხადდეთ ნახევარი საათით ადრე, ვიდრე ერთი წუთის დაგვიანებით.

კითხვა: როგორ მიმდინარეობს პრაქტიკული გამოცდა? როგორ უნდა მოვიქცე გამომცდელთან?

პასუხი: გამომცდელი ჩვეულებრივად მოგესალმებათ, მერე კი ჩასხდებით ავტომობილში და იწყება გამოცდა. როგორც წესი, ევროპაში გამომცდელები უკან სხდებიან - ასე უკეთესად ხედავენ ყველაფერს, რასაც გამოსაცდელი საჭესთან აკეთებს. პირველ რიგში, თქვენს ზომაზე მოირგეთ სავარძელი, საჭე და როგორც სალონის, ასევე გარე სარკეები. შემდგომ შეიკარით უსაფრთხოების ღვედი. ამის შემდეგ გამომცდელი აგიხსნით, როგორ მოგცემთ მითითებებს გამოცდის დროს. მერე კი იწყება უშუალოდ გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც ავტოსკოლაში ისწავლეთ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, იმ განსხვავებით, რომ მასწავლებლის ნაცვლად, მანქანაში ზის ადამიანი, რომელიც მიგითითებთ, როდის სად უნდა შეუხვიოთ.

კითხვა: თუკი ვერ გავიგე გამომცდელის მითითება, შეიძლება თუ არა ვთხოვო, რომ გაიმეოროს?

პასუხი: რა თქმა უნდა! ეს ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

კითხვა: რა არის ყველაზე მთავარი პრაქტიკული გამოცდისას?

პასუხი: ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა.

კითხვა: მიუხედავად ყველაფრისა, გამომცდელების ეშინიათ ხოლმე. როგორ დავძლიო ეს შიში?

პასუხი: გამომცდელი ჩვეულებრივი ადამიანია და მის ინტერესებში არ შედის თქვენი ჩაჭრა. მეტიც: გამომცდელს ყოველთვის კარგად ესმის ის, რომ ადამიანი გამოცდის ჩაბარების დროს ნერვიულობს და გამომცდელი ყოველთვის ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც მართვის მოწმობა და, შესაბამისად, ავტომობილის მართვის გამოცდილება არ აქვს, საჭესთან თავდაჯერებული ვერ იქნება. გამომცდელი გამოცდის დროს არასდროს ითვლის შეცდომებს და თუ მიხვდებით, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთეთ, როგორც საჭირო იყო, ამის გამო დამატებით ნუ ანერვიულდებით. თუ შემთხვევით სხვა მიმართულებით წახვედით, მაგრამ საგზაო მოძრაობის წესი არ დაარღვიეთ, ამის გამო არ ჩაიჭრებით. დაიხსომეთ: გამოცდელი არასდროს ელის და ითხოვს იმას, რომ თქვენ გამოცდას აბსოლუტურად უშეცდომოდ ჩააბარებთ. სხვათა შორის, გამომცდელები, რომელსაც დიდი სტაჟი აქვთ, ამბობენ, რომ გამოსაცდელის ნერვიულობა და შიში გამოცდის დროს ყოველ წუთს მცირდება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია