"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა"

"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა"

ხობში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 9 წლის ლუკა მირცხულავას საქმის გამო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა ბევრი გააოგნა - გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ ფოთის სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის დ.კ დარბაზიდან გაათავისუფლა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებისთვის პროცესის ამგვარი დასასრული იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ დარბაზიდან გამოსული გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა ფოთის მთავარ გზატკეცილზე მუხლებზე დაეცა და აბღავლდა. მასთან ერთად გზა გარდაცვლილი ბავშვის სხვა ნათესავებმაც გადაკეტეს, - ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის ტრაგედია არ არის, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, თუ სასამართლო დარბაზიდან თუნდაც ერთხელ ასე გაუშვებენ ბავშვის მკვლელს, ამას სხვის შვილებსაც გაუკეთებენ და გზაზე ბავშვების დახოცვა ჩვეულებრივი რამ გახდება, - ამბობს გარდაცვლილი ლუკა ფირცხალავას მამა, ირაკლი ფირცხალავა.

მარინე ფირცხალავა, გარდაცვლილი ბავშვის ბებია:

- როცა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ჩემი შვილი ირაკლი ისე ცუდად გახდა, დარბაზიდან მიცვალებულივით გამოვასვენეთ. ლუკა ჩემი უფროსი შვილიშვილი იყო... იმ დაწყევლილ დღეს, მეზობლის ბავშვზე მითხრა, - ბებო, წავალ, შაკოსთან გადავალო. წადი, ბებო-მეთქი, არც მიფიქრია, არ გამეშვა. ჩვენი სახლის წინ ფოთისკენ მიმავალი გზა გადის, მაგრამ არ შემშინებია, ლუკა გზას არასოდეს დაუფიქრებლად არ გადაჭრიდა - ჩემ თვალწინ გაუყვა ტროტუარს... მისი პატარა ნაბიჯების ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. ალბათ გული მიგრძნობდა და თვალს არ ვაცილებდი - უეცრად, საწინააღმდეგო მხრიდან ფოთისკენ მიმავალი მანქანა გამოვარდა. ბავშვი ტროტუარზე, ზემოთ მირბოდა, ის მანქანა - ქვემოთ, ფოთისკენ, მაგრამ მაინც დავიღუპეთ, დაეჯახა და მომიკლა...

- ეს როგორ მოხდა, ტრასაზე მიმავალი მანქანა ტროტუარზე შემოვარდა და ბავშვი ასე გაიტანა?!

- კი, ტროტუარზე მომიკლა ჩემი ლამაზი ლუკა, ჩემი ლამაზი შვილიშვილი. აწი ჩვენთვის ცხოვრება დამთავრებულია. მე და დედამისი რომ მივვარდით წაქცეულს და თვალებს ძალით ვუხსნიდით, თავისით ეხუჭებოდა. თურმე ცოცხალი აღარ იყო. ექიმებს უთქვამთ, კისერი ჰქონდა გადატეხილი და ფეხი მოგლეჯილიო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია