ლევან კობიაშვილი ფეხბურთიდან მიდის

ლევან კობიაშვილი ფეხბურთიდან მიდის

ბერლინის "ჰერტას" ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კარიერას 10 მაისს დაასრულებს. როგორც კობიაშვილმა "ლელოს" განუცხადა, მისი გაცილების მატჩი ბერლინის "ჰერტასა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის დაპირისპირება იქნება.

"დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 10 მაისს "ჰერტას" შემადგენლობაში ბოლო მატჩს ჩავატარებ და 95 პროცენტით კარიერასაც სწორედ "დორტმუნდთან" მატჩით დავასრულებ", - განაცხადა კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში 19 წლის ასაკში, 1996 წელს დაიწყო. კობიაშვილს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი.

კობიაშვილის პროფესიონალური კარიერა რუსთავის "გორდაში", 1993-94 წლების სეზონში დაიწყო, შემდეგ თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, საიდანაც ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა.

1998 წლიდან ლევან კობიაშვილი გერმანიაში გადაბარგდა, სადაც "ფრაიბურგისა" და "შალკეს" ღისებას იცავდა, მისი ბოლო კლუბი კი ბერლინის "ჰერტაა". ლევან კობიაშვილი 36 წლისაა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია