სექსი, როგორც "რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარი" - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ პიკანტურ თემაზე

სექსი, როგორც "რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარი" - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ პიკანტურ თემაზე

სექსუალური ორგიების მომწყობი, ჰომოსექსუალების ლობისტი, ქალწულთა გამრყვნელი, ბაბუის მკვლელი, მასონი, პორნოვარსკვლავი, ადამიანი, რომელიც არ ცნობს ტრადიციებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც გიორგი კეკელიძეზე ამბობენ.

იმის მიუხედავად, რომ კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, ესეისტია და მის პროფესიულ ბიოგრაფიაში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო შტრიხია, მისი პირადი ცხოვრება უფრო რეზონანსულია ფართო მასებში.

-რას ნიშნავს თქვენთვის სექსი?

- სიამოვნებას. ხან რაღაც სახის ნევროზებისგან თავშესაფარს. ცხადია, რეპროდუქციის საშუალებასაც. უკეთეს და ბედნიერ შემთხვევებში - სიყვარულის თანამდევს.

-რატომ ხართ სექსუალური ჭორების ადრესატი?

- ამის მიზეზიც ჩემი პირადი ცხოვრების წესია და ამ საკითხებზე საუბრის მოყვარული ხალხის პირადი ცხოვრების არარსებობაც. არის აბსურდული მითები, მაგალითად, ორგიები სტუდენტ გოგონებთან და მასონური ვაკხანიელები, რაზეც სერიოზულად ვერ გიპასუხებთ. ამის თაობაზე ხშირად მეკითხებიან. დიახ, იყო დრო - მე ვცხოვრობდი ჩემს მეგობარ გოგოსთან და დღემდე უმნიშვნელოვანეს ადამიანთან, ნათია გულიაშვილთან ერთად ერთ ჭერქვეშ. უკვე დაშორების შემდეგ სხვა ქალებთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ არც ერთხელ, არც ერთი წუთით, ჩემი პირადი ცხოვრების ქაოტურობას საქმიან ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია.

მე მეტარფოზების ადამიანი ვარ, რამდენადაც შემიძლია, სხვადასხვა როლს ვირგებ და სადღაც ეს გამომდის, სადღაც - არა. ჩემმა ამ სხვების, ფარისეველი ვაიწმინდანების მიერ გარყვნილებად სახელდებულმა ცხოვრებამ, ყურადღება დიდწილად იმიტომ მიიქცია, რომ ურთიერთობა, ე.წ ცნობად სახეებთან მქონდა. ხალხს შენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე უფრო, შენ მიერ მათი წარმოდგენით გაკეთებული საქმეები აინტერესებს. ხან ნანიკო ხაზარაძეზე უმცროსი ვიყავი, ხან ანა სანაიას თანატოლი და ხან ლილე ლოლიშვილზე უფროსი. საერთოდ, ეს ბუნებრივი პროცესია, ადამიანი ჭორების მოყვარული არსებაა, მეც მათ შორის, მაგრამ არის ხალხი, რომელიც მხოლოდ ამ მოცემულობით სუნთქვას. მათი მეშვეობით ვიღებ სიახლეებს საკუთარ თავზე. ახლა ვცდილობ, საქმეების მოძალების გამო ცოტა ხანი ამ ბობოქარ ამბებს გავერიდო. ეს ამ ეტაპზე ბოლო ინტერვიუა, რომელსაც პირად საკითხებზე ვაძლევ და შენმა გურულობამ და მეგობრობამ თუ გაჭრა.

-ჭორები მასონობაზე და სხვა ბრალდებები?

- კი, თუ ამგვარ ხმებს დავეყრდნობით - "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" მე ვმართავ ამერიკის ხელით. საკითხს ირონიულად ვუყურებ. ამასწინ მოვისმინე საოცარი სიბინძურე, სადაც, ლამის, ბაბუაჩემის მკვლელად ვარ გამოყვანილი და ეს მეწყინა, მაგრამ რას იზამთ - ამგვარია დემოკრატიის ფასი. უნდა მოვითმინოთ.

ყალბ თავმდაბლობას გადავაბიჯებ და სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეების მომწონებელი ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე თითო-ოროლა სამყაროზე გაბოროტებული ადამიანი. ამასწინ გერმანიაში ჩემი პოეზიის საღამო გაიმართა. ეს დაემთხვა ერთადერთი სიბინძურის აგორებას, რომელიც ჩემს მეგობარს უფრო უკავშირდებოდა და მაშინ დავწერე: რაც უფრო ახლოს ვეცნობი წარმატებული ქვეყნების მოქალაქეების ცხოვრებას, რთულს, მაგრამ სიძულვილისგან მაქსიმალურად თავისუფალს, მით უფრო მეკარგება სურვილი ჩემი ქვეყნისგან წასვლის. მე ვინ ვარ, მაგრამ რაღაც მაინც შემიძლია შევცვალო, სხვას უფრო მეტი შეუძლია და ასე შემდეგ. ადრე სხვა განწყობაზე ვიყავი - პირველად ირაკლი ჩარკვიანის "შენ აფრენზე" მახსოვს რეაქციები. გაზეთები, რისი დაბრალებაც შეიძლება, ყველაფერს ეძახდნენ. ვიფიქრე, რა აჩერებს აქ-მეთქი. მაგრამ სწორი გააკეთა, რომ დარჩა და გააგრძელა. თქვენ შორისაც ძალიან ბევრია ეგეთი. ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, სხვათა შორის, იმ ხალხთან ერთად, რომელიც ამგვარ სიბინძურეებს წერს.

-რას ნიშნავს შენთვის ქართული ტრადიციები? დამისახელე ყველაზე მიუღებელი და მიღებული ტრადიცია....

- ბევრ რამეს. გაგიკვირდებათ და დიდწილად ტრადიციული ადამიანი ვარ. ოღონდ ტრადიციულობა ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის", გურმაშვილის, სულხან-საბას, ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას პატივისცემას ნიშნავს. მათი პატრიოტული და, ამავდროულად, ლიბერალური ღირებულებების დაცვას. მიუღებელი ტრადიციები დიდწილად რუსეთის შემოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა და, ძირითადად, მახინჯ სახესხვაობებს წარმოადგენენ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია