ყირიმში რუსეთის ფედერაციის პასპორტების გაცემა დაიწყეს

ყირიმში რუსეთის ფედერაციის პასპორტების გაცემა დაიწყეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღება დაევალა.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ანდრეი პარუბიმ საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღება დაევალა", - აღნიშნა მან.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახურმა ყირიმში რუსული პასპორტების გაცემა უკვე დაიწყო. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომადანოვსკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროცესი გუშინ დაიწყო და იმედოვნებს, რომ პასპორტების გაცემის სამუშაოს ინტენსივობა ყოველდღიურად გაიზრდება.

მან ვერ დააკონკრეტა, როგორ იცხოვრებენ და იმუშავებენ ყირიმში ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვიან. რომადანოვსკის განცხადებით, ყირიმის შემთხვევა უნიკალურია და არის პირველხარისხოვანი საკითხები, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

16 მარტის რეფერენდუმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

მსოფლიო მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებზე - "20 000 ადამიანი მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა"