რა აკავშირებს მურთაზ ზოდელავას ჟვანიას ცხედრის კადრებთან - ზოდელავა პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს

რა აკავშირებს მურთაზ ზოდელავას ჟვანიას ცხედრის კადრებთან - ზოდელავა პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ზოდელავას დაკითხვა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში საქმისგან განცალკევებით.

ზოდელავა მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ