პროკურატურაში ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე ლევან ჩაჩუას დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე ლევან ჩაჩუას დაკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ჩაჩუა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უკვე ერთი საათია, იკითხება. დღესვე პროკურატურაში დაბარებულია ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სახელწოდებით - "სააკაშვილი მკვლელი". ფოტომასალაზე ასახულია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრები.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

ამასთან, დღეს პროკურატურაში გაკეთდა განცხადება, რომ მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ჟვანიას და უსუპოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭირეობის წინაშე, ვინაიდან საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია.

"მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნას ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. გვინდა ავღნიშნოთ, რომ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და უახლოეს მომავალში მოხდება ექსჰუმაცია შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ