მთავარ პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პროკურატურიდან იუწყება, ოქრუაშვილი უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვაზე "ტელეიმედის" გასხვისების საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.

"მე ბევრ ინფორმაციადს ვფლობ "იმედის" გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელიც გრძელვადიანი პროცესი იყო", - განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა დავით კეზერაშვილის ან გიგი უგულავას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ