რუსეთის დუმამ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ყირიმისა და სევასტოპოლის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ. ამასთან, გადაწყვეტილებას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყირიმის რეფერენდუმს კიდევ ერთხელ უწოდა ყველა საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებული.

ამასთან, 21 მარტს ეს კანონები რუსეთის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ისინი ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა