სამტრედიაში გულშემატკივრებმა მსაჯებს სცემეს

სამტრედიაში გულშემატკივრებმა მსაჯებს სცემეს

20 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი მარტვილის "მერანსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის 94-ე წუთზე შეწყდა, რისი მიზეზიც მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო "მერანის" გულშემატკივრების მოედანზე შეჭრა გახდა.

სამტრედიაში გამართული შეხვედრის მიწურულს ანგარიში 2:2 იყო, რაც ხელს პირველლიგელ "შუქურას" აძლევდა (პირველი მატჩი ქობულეთში ანგარიშით 0:0 დასრულდა). მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ჯიმი გაბუნიამ "შუქურას" გაუტანა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ თამამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩათვალა, რასაც მარტვილელი ქომაგის აღშფოთება მოჰყვა.

"ტრიბუნებზე მდგომარეობა დაიძაბა. მარტვილელთა გულშემატკივრებმა მოედნის მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. სულ ცოტა ხანში კი, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შესაბამისად, მატჩის დასრულება შეუძლებელი გახდა. მსაჯები კი იყვნენ - თორნიკე გვანცელაძე, ბესო ჭიჭინაძე, გურამ ჩიგოგიძე და ლევან კვარაცხელია.

აღნიშნულ ფაქტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს", - იტყობინება სფფ-ის პრესსამსახური.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ქობულეთელებმა მე-16 წუთზე, მიხეილ კაკალაძის გოლით გახსნეს. მარტვილელებმა გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეძლეს - გატანილი გოლით დავით ციცხვაია გამოირჩა. "მერანი" 53-ე წუთზე პაპუნა ფონიავას გოლით დაწინაურდა, 66-ე წუთზე კი "შუქურას" სასარგებლოდ დანიშნული პენალტი გიორგი ჩელებაძემ გამოიყენა.

ჯერჯერობით სამტრედიაში გამართული შეხვედრის შედეგი დაფიქსირებული არაა და ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება.

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია