მურთაზ ზოდელავა - გამომძიებელს მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელიც არის მართებული და სწორი

მურთაზ ზოდელავა - გამომძიებელს მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელიც არის მართებული და სწორი

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გუშინ მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც ზოდელავამ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ განუცხადა, მან მიაწოდა გამოძიებას ის ინფორმაცია, რომელიც არის სწორი.

"მე მივაწოდე გამომძიებელს ის ინფორმაცია, რომელიც არის მართებული და სწორი და ვთვლი, რომ ეს ასეა და დანარჩენი არის გამოძიების საქმე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე იმასთან დაკავშირებით, რაც დაკითხვაზე შესვლამდე ვთქვი. გაჟღერებული ვერსია იმის თაობაზე, რომ ჩემს კაბინეტში, მთავარი პროკურორის კაბინეტში არსებულ სეიფში რაიმე განსაკუთრებული და შოკისმომგვრელი იქნა აღმოჩენილი, არის აბსურდი. იმის მტკიცება, რომ თავდაპირველი ვერსია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის არასწორი ან მასში რაიმე ბზარია, ან იყო რაიმე ხელოვნური მანიპულაცია, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება. ეს საქმე დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკური სკანდალის და პოლიტიკური შოუს ნაწილად, რაც ძალიან სამწუხაროა და მართლაც მძიმეა. ალბათ, განსაკუთრებით მძიმეა ოჯახისთვის, თუმცა, ამაზე პასუხისმგებლობა ალბათ პოლიტიკოსებს და ამჟამად თანამდებობაზე მყოფ პირებს ეკისრებათ", - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

ზოდელავა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გუშინ 15:00 საათიდან იკითხებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ