ბაროზო - შევთანხმდით, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას არაუგვიანეს ივნისისა მოვაწეროთ ხელი

ბაროზო - შევთანხმდით, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას არაუგვიანეს ივნისისა მოვაწეროთ ხელი

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ twitter-ზე, საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა", - წერს ბაროზო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა