ოლეგ ბასილაშვილი: "ჩემი ძალიან დიდი სურვილია, ისევ რუსეთს შეურთდეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა"

ოლეგ ბასილაშვილი: "ჩემი ძალიან დიდი სურვილია, ისევ რუსეთს შეურთდეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა"

რუსეთში მოღვაწე 80-ზე მეტმა ხელოვანმა ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის არიან: რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი, რუსეთის სახალხო არტისტი, ბალერონი ნიკა ცისკარიძე, რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი...

ამ მიმართვა-განცხადებას მალე მოჰყვა მოსკოვში მოღვაწე მომღერლის, დიანა ღურწკაიას კომენტარი, რომელიც ყირიმის მიმართ განხორციელებული რუსეთის პრეზიდენტის ქმედებების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა...

ყირიმის ოკუპაცია მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე სხვა ხელოვანებისთვის, რომელთა შორისაც ქართული წარმოშობის რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოსა და თეატრის ცოცხალი ლეგენდა ოლეგ ბასილაშვილიც ფიგურირებს... ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით.

ოლეგ ბასილაშვილი:

- არ ვიცოდი, ვინმეს, მით უფრო ქართველების გაოცებას გამოვიწვევდი... ნეიტრალური პოზიციის დაჭერა არ შემეძლო, რადგან უკრაინისთვის ყირიმის წართმევა, მიუღებელია ჩემთვის, ადამიანისთვის, რომლის ისტორიულ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აქვს.

- იმ 80-ზე მეტ ხელოვანს შორის, რომლებიც ყირიმის ანექსიას მიესალმებიან, ქართველებიც არიან, - ზურაბ წერეთელი, ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია... ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერა ხომ არ ნიშნავს ირიბად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას?

- უდავოა, რომ რაც ახლა ხდება, ჯაჭვურ რეაქციაშია აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დნესტრისპირეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან. რატომ ქნეს ეს, ეს თავად ბატონ წერეთელს, ცისკარიძეს, იმ ახალგაზრდა ქართველ გოგონას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, ვაღიარებ, რომ გაკვირვებული და გულნატკენი დავრჩი... ისე კი, ადამიანურად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, - საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და ამ ქვეყანას, როგორც რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, უკვე წლებია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აწუხებს. ამ პრობლემის სათავეში კი, ჩემი სამშობლო, რუსეთი დგას. ამიტომ, ორმაგად მძაფრად განვიცდი ამ ყველაფერს და ამ შეკითხვას, მუდმივად უპასუხოდ ვტოვებ, რადგან სხვა გამოსავალი არ მაქვს... ისე კი, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და ჩემს გულისნადებს გაგანდობთ, - ჩემი ძალიან დიდი სურვილია, ისევ რუსეთს შეურთდეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია