მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ. როგორც დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს , მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიბარეს. მათ შორის ერთ-ერთი ჟვანიას საქმეა.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა დასახელდა. თუმცა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჟვანიას და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ