"ბეზეკი": თემურ ალასანიამ სადავო ქონებაში 1,8 მილიონი ლარი გადაიხადა

"ბეზეკი": თემურ ალასანიამ სადავო ქონებაში 1,8 მილიონი ლარი გადაიხადა

ერთ-ერთი საქმე, რომელზეც პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას გეგმავს, შპს "ბეზეკის" უკანონოდ პრივატიზების ფაქტია.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ეკონომიკური პორტალი BPN-ი კომპანია "ბეზეკის" დირექტორს, თემურ გაგნიძეს დაუკავშირდა.

როგორც გაგნიძემ განაცხადა, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ბიძისთვის, თემურ ალასანიასთვის თბილისში 5,5 ჰა მიწის დაბალ ფასში გადაცემას ედავება.

როგორც გაგნიძემ აღნიშნა, წისქვილკომბინატი "ბეზეკი" 2007 წლიდან მუშაობს, გაფართოების მიზნით განაცხადი ობიექტის გვერდით არსებულ არასასოფლო-სამერნეო მიწაზე შეიტანეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დაკანონება სამი წლის შემდეგ შეძლეს.

როგორც გაგნიძე აცხადებს, მიწის ფართობში ოთხმა მფლობელმა, რომელთა შორის, ერთ-ერთი თემურ ალასანიაა, 1 მილიონ 825 ათასი ლარი გადაიხადეს.

კომპანია "ბეზეკი" უკვე ერთი წელია, არ მუშაობს. როგორც მენეჯმენტი აცხადებს, მიზეზი იაფფასიანი უცხოური ფქვილია, რომელსაც კონკურენციას ვერ უწევენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ