"არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა" - ბრიტანეთის ელჩის შეფასება სააკაშვილის დაკითხვაზე

"არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა" - ბრიტანეთის ელჩის შეფასება სააკაშვილის დაკითხვაზე

ნებისმიერ გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაცა უნდა გამოირიცხოს და ეს შეეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსაც, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია ყოველთვის ცალსახა იყო. ნებისმიერ გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივაცა. ეს შეეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსაც. უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე რეგიონისთვის ძალზედ მგრძნობიარე პერიოდია. საქართველომ უნდა აჩვენოს ერთიანობა და ოპოზიციასთან მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა", - განაცხადა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.

ელჩის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. აღნიშნული კომენტარი მან კუსტბაზე გააკეთა, სადაც ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით საქველმოქმედო მარათონი იმართება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა