სააკაშვილი - ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პუტინის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ გამაფრთხილა

სააკაშვილი - ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პუტინის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ გამაფრთხილა

პუტინის თუ ზოგიერთი ქართველის ოცნება, რომ რაღაცნაირად შემზღუდოს, დარჩება ოცნებად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, მისი დაკითხვაზე დაბარების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოდან მისი წასვლის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალური შეხვედრისას გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ, რომელიც მის დაპატიმრებას ითვალისწინებდა.

"ახლა საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით ცდილობს პუტინი, ჩემი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდოს. ეს უკავშირდება ივანიშვილის და პუტინის შეთანხმებას. ივანიშვილის ვითომ წასვლა თავიდან ბოლომდე განპირობებული იყო იმით, თითქოს ის არაფერ შუაშია და მთავრობა იჭერს ხალხს. მე, რა თქმა უნდა, ჩავალ საქართველოში, მაგრამ არა ახლა, პუტინის სურვილის შესასრულებლად. ჩავალ, როცა მოვამზადებ სიტუაციას, როცა ყველანი ერთად მოვამზადებთ სიტუაციას საქართველოში, უკრაინაში, რეგიონში იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ პუტინის მარწუხებისგან. პუტინის ოცნება თუ ზოგიერთი ქართველის ოცნება, რომ რაღაცნაირად მე შემზღუდოს, დარჩება ოცნებად. ოცნებები, უკვე უნდა დარწმუნებულიყავით, რომ არ სრულდება ან სრულდება სრულ კოშმარად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა