მახრჩობელა გველები, ხვლიკები და შხამიანი ობობები სახლში - თბილისელი გოგონას უცნაური გატაცება

მახრჩობელა გველები, ხვლიკები და შხამიანი ობობები სახლში - თბილისელი გოგონას უცნაური გატაცება

23 წლის თეკ­ლა კვა­ჭა­ძეს საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო გა­ტა­ცე­ბა აქვს - ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ას აგ­რო­ვებს და ამით ბედ­ნი­ე­რია. მის მრა­ვალ­რიცხო­ვან ოჯახ­ში საკ­მა­ოდ უც­ნა­ურ ბი­ნად­რებს მო­უყ­რი­ათ თა­ვი - მახ­რ­ჩო­ბე­ლა გვე­ლე­ბით დაწყე­ბუ­ლი, ობო­ბე­ბი­თა და ხვლი­კე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სხვა გზა რომ არ ჰქონ­დათ, ში­ში გა­და­ლა­ხეს და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც შე­ე­გუვ­ნენ თო­რის­თან, ძა­პას­თან და ევუშ­კას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბას. აღარც მე­ზობ­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მე­ტიც, და­ი­მე­გობ­რეს და ეფე­რე­ბი­ან კი­დეც ცივ­სის­ხ­ლი­ან მე­ზობ­ლებს.

-  თეკ­ლა, საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო გა­ტა­ცე­ბა გაქვს...

-  სა­ში­ში ნამ­დ­ვი­ლად არ არის. მთა­ვა­რია, და­იც­ვა უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და ქვე­წარ­მავ­ლე­ბი და მწე­რე­ბი არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნო. მყავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მახ­რ­ჩო­ბე­ლა, ბა­ღის მახ­რ­ჩო­ბე­ლა, "სი­მინ­დის მცუ­რა­ვი", ნა­რინ­ჯის­ფე­რი მცუ­რა­ვე­ბი და ობო­ბა ტა­რან­ტუ­ლე­ბი. ასე­ვე, ულა­მა­ზე­სი გე­კო­ნი - ეუბ­ლე­ფა­რი (ხვლი­კი).

-  სა­ხე­ლე­ბიც გაქვს მათ­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი?

-  დიდ მახ­რ­ჩო­ბე­ლას ჰქვია თო­რი (თორ­ნი­კე), სი­მინ­დის მცუ­რავს - ძა­პა, სხვე­ბი პა­ტა­რე­ბი არი­ან და სახ­ელე­ბი ჯერ არ აქვთ, ალ­ბათ მა­ლე შე­ვურ­ჩევ. ახ­ლა­ხან უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­მი­ვი­და ორი გვე­ლი, მე­გო­ბარ­მა გა­მიც­ვა­ლა - ქარ­თუ­ლი გვე­ლით და­ინ­ტე­რეს­და, მას ტრო­პი­კუ­ლი ჰყავ­და და დე­დალ-მა­მა­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

-  შე­ნი მე­გობ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გე­ნენ? და სა­ერ­თოდ, რა­ტომ გა­გიჩ­ნ­დათ მა­თი მო­შე­ნე­ბის სურ­ვი­ლი?

-  ისი­ნი არა­ვი­თარ საფ­რ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ, ისე­დაც შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან ხელ­ში ჭე­რას, რო­ცა მუდ­მი­ვად გყავს ხელ­ში, შენს სუნ­სა და ხე­ლის სით­ბოს ეჩ­ვე­ვი­ან. ამას­თან, რო­ცა უვ­ლი, აჭ­მევ, წყალს უს­ხამ და გრუნტს უც­ვ­ლი, "გი­ფა­სე­ბენ". თუ არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნე, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გიკ­ბე­ნენ. ზოგს ძაღ­ლი ჰყავს სახ­ლ­ში, ზოგს - კა­ტა ან თუ­თი­ყუ­შე­ბი, რად­გან უყ­ვართ. მე გვე­ლე­ბი მიყ­ვარს. ბავ­შ­ვო­ბი­დან ხვლი­კებს ვაგ­რო­ვებ­დი - ქუ­ჩა­ში ვი­ჭერ­დი, შინ მიმ­ყავ­და და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. გვე­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და რო­ცა წა­მო­ვი­ზარ­დე, რომ იტყ­ვი­ან, გზა გა­მეხ­ს­ნა - ზო­ო­პარ­კ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და მა­თი მოვ­ლა ვის­წავ­ლე.

-  რა აღი­ზი­ა­ნებთ ქვე­წარ­მავ­ლებს, რო­დის შე­იძ­ლე­ბა გიკ­ბი­ნონ?

-  თუ მათ ხელს მო­უ­ჭერთ, მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბი­სას თუ თავ­ზე ხე­ლი მო­გიხ­ვ­დე­ბათ ან შენ­გან საფ­რ­თხე თუ იგ­რ­ძ­ნეს, მა­შინ ელო­დეთ კბე­ნას. ისე, გვე­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად წყნა­რე­ბი არი­ან, სიმ­შ­ვი­დე უყ­ვართ. მა­თი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია. მახ­რ­ჩო­ბე­ლა გველს, რა­ტომ­ღაც, პი­თო­ნად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით პა­ტა­რაა, ისე, 4 მეტ­რამ­დე იზ­რ­დე­ბა და თუ მი­იჩ­ვევ, ოჯა­ხის პი­რო­ბებ­ში გაზ­რ­დი­ლიც ძალ­ზე წყნა­რი იქ­ნე­ბა.

-  სად და რა ფა­სად ყი­დუ­ლობ მათ?

-  ნა­წი­ლი ვი­ყი­დე, ნა­წი­ლი გა­დავ­ც­ვა­ლე, ნა­წილს კი მე­გობ­რე­ბი მიგ­ზავ­ნი­ან სა­ჩუქ­რად საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან - უკ­რა­ი­ნი­დან, ტა­ი­ლან­დი­დან, ერევ­ნი­დან... გვე­ლე­ბის ფა­სი მათ ზო­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 2-2,5 თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მახ­რ­ჩო­ბე­ლა 200-დან 250 დო­ლა­რამ­დე ღირს, დიდი, მეტ­რი­ა­ნი მახ­რ­ჩო­ბე­ლა 600 დო­ლა­რი ღირს, ორ­მეტ­რი­ა­ნი - 1.000 დო­ლა­რი. ეს მი­ახ­ლო­ე­ბი­თი ფა­სე­ბია.

-  შენი გა­ტა­ცე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტრო­პი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და­ლაშ­ქ­ვ­რის სურ­ვი­ლი არ გაგ­ჩე­ნია?

-  ყო­ველ­თ­ვის მქონ­და სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­ში, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­სა და აფ­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი, ჩე­მი სა­ოც­ნე­ბო ქვეყ­ნე­ბია. ჯუნ­გ­ლებ­ში რომ მოვ­ხ­ვ­დე, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, რად­გან სა­დაც ინ­ტე­რე­სია, იქ ში­ში უძ­ლუ­რია.

-  ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ გაგ­პარ­ვი­ათ, ტე­რა­რი­უ­მი­დან სად­მე გამ­ძ­ვ­რა­ლა რო­მე­ლი­მე?

-  არა, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ამის შან­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლის ტო­ლია. ისე, ჩემს მე­გო­ბარს (მა­საც ჰყავს რამ­დე­ნი­მე გვე­ლი) გა­ე­პა­რა ერ­თი მცუ­რა­ვი და ონ­კა­ნის მილ­ში შე­უძ­ვ­რა, ძლივს და­იბ­რუ­ნა უკან.

-  რა პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებ მათ და შე­ნახ­ვა ძვი­რი გიჯ­დე­ბა?

-  გვე­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ტე­რა­რი­უ­მი, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნი­მუმ 24 გრა­დუ­სი უნ­და იყოს, მაქ­სი­მუ­მი კი 30 გრა­დუ­სია. ისი­ნი სიცხე­ში იგუ­დე­ბი­ან, სი­ცი­ვე­ში კი ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა ემარ­თე­ბათ.

-  რო­გორ უნ­და გა­ი­გო, რომ გვე­ლი გა­ცივ­და და ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა და­ე­მარ­თა?

-  თუ ცე­მი­ნე­ბა და­იწყო, ე.ი. გა­ცი­ვე­ბუ­ლია და ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა აქვს. ტე­რა­რი­უმ­ში და­ცუ­ლი უნ­და იყოს ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი, ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბაც უნ­და არე­გუ­ლი­რო. მათ სჭირ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი გრუნ­ტი, რო­მე­ლიც ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლია. გვე­ლე­ბის შე­ნახ­ვა ძაღ­ლის შე­ნახ­ვა­ზე ბევ­რად იაფი ჯდე­ბა. გრუნ­ტად უნ­და იყოს ბენ­ტო­ნი­ტი, ტორ­ფი ან მას­ში არე­უ­ლი ფიჭ­ვის ქერ­ქე­ბი. მათ მუდ­მი­ვად უნ­და ედ­გათ სუფ­თა წყა­ლი. გვე­ლებს კვი­რა­ში ერ­თხელ უნ­დათ კვე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ სიგ­რ­ძე­ში დი­დე­ბი გა­ი­ზარ­დონ, მათ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია დი­დი ტე­რა­რი­უ­მი, ასე­ვე, სჭირ­დე­ბათ კარ­გი კვე­ბა.

-  რით კვე­ბავ?

-  თაგ­ვე­ბი­თა და ვირ­თხე­ბით. ხან­და­ხან წი­წი­ლე­ბი­თაც ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბი, ვი­ნა­ი­დან მათ­თ­ვის ის აუცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბია. პა­ტა­რა გვე­ლებს ახალ­და­ბა­დე­ბულ თაგ­ვებს ვაჭ­მევ, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­წო­დებ­ლის­გან ვყი­დუ­ლობ. მახ­რ­ჩო­ბე­ლა გვე­ლი მსხვერპლს გუ­დავს და ისე მი­ირ­თ­მევს, შხა­მი­ა­ნი ჰკბენს, გეს­ლავს და მე­რე ჭამს. კვი­რა­ში ერ­თხელ დიდ გველს ერ­თი ვირ­თხა, პა­ტა­რებს - თი­თო თაგ­ვი ჰყოფ­ნით. წი­წი­ლა და ზა­ზუ­ნა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, დიდ გვე­ლებს ხან­და­ხან ბა­ჭი­ებ­საც ვაჭ­მევთ. ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ს­ტინ­ქ­ტის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მათ ურ­ჩევ­ნი­ათ ცოცხა­ლი მსხვერ­პ­ლი, რო­მელ­საც თავს ეს­ხ­მი­ან. გვე­ლე­ბი, ზო­გა­დად, მათ­ზე 3-4-ჯერ დიდ მსხვერპლს ყლა­პა­ვენ. პი­თონს მუდ­მი­ვად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი, შეჩ­ვე­უ­ლია და არ გა­დამ­ყ­ლა­პავს (ი­ცი­ნის), არც - თქვენ, შე­იძ­ლე­ბა თავ­დაც­ვის მიზ­ნით მხო­ლოდ გიკ­ბი­ნოთ.

-  ბევ­რ­ჯერ და­უკ­ბე­ნი­ხარ?

-  კი, ძა­ლი­ან. ნე­ბის­მი­ე­რი შხა­მი­ა­ნი გვე­ლი სა­ში­შია, მაგ­რამ მახ­რ­ჩო­ბე­ლა - არა. სახ­ლ­ში შხა­მი­ან გვე­ლებს არ ვა­ჩე­რებ.

-  მე­ზობ­ლე­ბი რო­გორ ურიგ­დე­ბი­ან შენს ბი­ნად­რებს?

-  მე­ზობ­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და ცო­ტა შორს ეჭი­რათ ჩვენ­გან თა­ვი, მაგ­რამ ახ­ლა შე­ეჩ­ვივ­ნენ და ზო­გი მათ­გა­ნი გველს ხელ­შიც იყ­ვანს. ასე რომ, მე­ზობ­ლე­ბი წყნა­რად არი­ან. ჩე­მი გა­ტა­ცე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სთ­ვი­საც უჩ­ვე­უ­ლო იყო, მაგ­რამ ში­ში გა­და­ლა­ხეს.

-  არ მითხ­რა, რომ ისი­ნი სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბო­საც გა­მო­ხა­ტა­ვენ შენ მი­მართ...

-  არა­ფერს გა­მო­ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ ჩემს ხელ­ში არ ხვან­ცა­ლე­ბენ. ამას წი­ნათ, სტუ­მა­რი იყო ჩემ­თან, თო­რი ხელ­ში და­ი­ჭი­რა, მან კი არა­კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი, აწ­რი­ალ­და და აფო­რი­აქ­და. რო­ცა გა­მო­ვარ­თ­ვი, დაწყ­ნარ­და, შე­იძ­ლე­ბა იუცხო­ვა ან მი­სი სუ­ნი არ მო­ე­წო­ნა - ყვე­ლა ადა­მი­ანს ხომ სპე­ცი­ფი­კუ­რი სუ­ნი აქვს. გვე­ლე­ბი ზო­გა­დად წყნა­რე­ბი არი­ან და ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლი გრძნობს ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ას, გიყ­ვარს, გძულს, თუ გე­ში­ნია მი­სი. პირ­ვე­ლად, რო­ცა ერევ­ნი­დან მახ­რ­ჩო­ბე­ლა ჩა­მო­მი­ვი­და, ზაფხუ­ლი იყო, მან­ქა­ნა არ გვყავ­და და სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სით წა­ვიყ­ვა­ნე შინ. გვე­ლი ჩან­თა­ში ჩა­ვის­ვი. ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ჭკუ­ა­ზე არ ვი­ყა­ვი, ჩემს გა­ჩე­რე­ბას რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, სა­ფუ­ლე უნ­და ამო­მე­ღო და გავ­ხ­სე­ნი ჩან­თა, სა­ი­და­ნაც გველ­მა ამო­ყო თა­ვი და ამოს­ვ­ლა და­იწყო. მძღოლ­მა და­ი­ნა­ხა და არ შე­იმ­ჩ­ნია, ხალ­ხი კი მარ­თ­ლა და­ვა­წი­ო­კე. პა­ნი­კა­ში რომ არ ჩა­ვარ­დ­ნი­ლიყ­ვ­ნენ, სა­ფუ­ლე ამო­ვი­ღე, გვე­ლი ჩა­ვაბ­რუ­ნე და სას­წ­რა­ფოდ დავ­კე­ტე ჩან­თა. ისეთ ეიფო­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, სულ არ გამ­ხ­სე­ნე­ბია, რომ ჩან­თა­ში გვე­ლი მყავ­და.

-  კი­დევ რა ცხო­ვე­ლე­ბი გყავს?

-  ძაღ­ლი ოდ­რი, ზღვის გო­ჭი - ბუ­ძუ­ნა და ეუბ­ლე­ფა­რი - ევუშ­კა. მყავს რამ­დე­ნი­მე ჩი­ტი­ჭა­მია ობო­ბა, იგი­ვე - ტა­რან­ტუ­ლი.

-  ტა­რან­ტუ­ლე­ბის საკ­ვებს სად შო­უ­ლობ?

-  ობო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მწე­რია, მათ მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბი, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა ჭა­მი­სა და ნა­დი­რო­ბის პრო­ცე­სი, რო­გორ იცავს თავს და გა­ში­ნებს - წი­ნა თა­თებს წინ სწევს და ცდი­ლობს, დი­დი გა­მოჩ­ნ­დეს. ობო­ბებს ვაჭ­მევ მწე­რებს - ჭრი­ჭი­ნებს, კა­ლი­ებ­სა და დიდ, ე.წ. მა­და­გას­კა­რულ ტა­რაკ­ნებს.

-  რად­გან გიყ­ვარს, გვე­ლის ხორ­ცის ჭა­მა ალ­ბათ ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნია.

-  რა­ტო­მაც არა. სა­კუ­თარს არა, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ გვე­ლის ხორცს სი­ა­მოვ­ნე­ბის გავ­სინ­ჯავ­დი.

ნა­ნა ფიცხე­ლა­უ­რი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია