აფხაზეთში რუსი სამხედროები საარტილერიო წვრთნებს გადიან

აფხაზეთში რუსი სამხედროები საარტილერიო წვრთნებს გადიან

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერიის წვრთნები დაიწყო. სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, ტაქტიკურ წვრთნებში გამოიყენება "გრადის" ტიპის რეაქტიული სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "შტურმ-ესი", "იგლა", "აკაციას" ტიპის ჰაუბიცები.

წვრთნების შინაარსის მიხედვით, სამხედროები ფარულად გადაადგილდებიან ცეცხლის არეალისკენ, შემდეგ საარტილერიო ცეცხლით ანადგურებენ მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო მიზანს.

წვრთნების ნახევარზე მეტი ღამის პერიოდში ჩატარდება, სიბნელეში მანევრირების გაუმჯობესების მიზნით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?