მერაბიშვილი - პროკურატურას ჰქონდა მცდელობა, ჩემზე ზეწოლით მიეღო სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება

მერაბიშვილი - პროკურატურას ჰქონდა მცდელობა, ჩემზე ზეწოლით მიეღო სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება

პროკურატურას კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, ჩემზე ზეწოლით მიეღო მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც მერაბიშვილი აღნიშნავს, მასზე ზეწოლის მცდელობა იყო 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფაქტზე დაკითხვის დროს.

"დღეს, 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფაქტზე დაკითხვის დროს, პროკურატურას კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, ჩემზე ზეწოლით მიეღოთ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება.

მსგავსი მცდელობა უკვე განხორციელდა 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ ღამის 03:00 საათზე პირადად შემომთავაზა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ საკითხზე პროკურატურამ გამოძიებაც კი არ ჩაატარა.

დღეს უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ფარცხალაძის გეგმა კვლავ ძალაშია",-აცხადებს მერაბიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ