სქემა, რომლითაც "ნაციონალები" "მაიდანისთვის" ემზადებიან - რა ინფორმაციას ფლობს ირმა ინაშვილი

სქემა, რომლითაც "ნაციონალები" "მაიდანისთვის" ემზადებიან - რა ინფორმაციას ფლობს ირმა ინაშვილი

"ალია", ინტერვიუ ირმა ინაშვილთან:

ირმა ინაშვილი: გავავრცელე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და აქტივისტები ამზადებენ თბილისში "მიადანს" და ეს არ არის მხოლოდ ჩემ მიერ გაცხადებული ინფორმაცია, ამისთვის საჯარო წყაროები მაქვს. მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის ამისთვის სერიოზული მზადება, სხვა საკითხია, რა გამოუვათ, ამაზე მერე ვისაუბროთ, მაგრამ რომ არ ხუმრობენ და საკმაოდ სერიოზულად ემზადებიან, ფაქტია.

- შეგიძლიათ, კონკრეტულად მითხრათ რა ხდება?

- არ შემიძლია ახლა კონკრეტულ დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ შემიძლია, სქემა გითხრათ, რა ხდება სინამდვილეში: მოკლედ, მიდის მზადება და ამზადებენ სამი კატეგორიის ძალას: პირველი, ესაა სტუდენტები, რომელთანაც მუშაობს "თავისუფალი ზონა" და მისი ფილიალები, ტარდება ტრენინგები, მიდის ამ სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება. მეორე, ისაა ფენა სტუდენტებისა და სპორტსმენების, რომლებიც ულტრანაციონალური და რადიკალური ლოზუნგებით გამოვლენ, და, მესამე, ეს არის მაღალი დონის სპორტსმენები, რომლებსაც ამზადებენ კონკრეტულ სპორტულ დარბაზებში.

- კონკრეტულ დარბაზებში და იცით ეს დარბაზები?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დარბაზებს ჯერ არ დავასახელებ, სხვათა შორის, რამდენიმე კონკრეტული სპორტული ასოციაცაა ჩართული ამ საქმიანობაში.

- და ამ სპორტსმენებს "ნაციონალები" როგორც "ზონდერებს", ისე გამოიყენებენ?

- ისინი ადრეც "ზონდერები" იყვნენ და არბევდნენ აქციებს და დღესაც გამოყენებულნი იქნებიან ანალოგიური ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში.

- და რით აინტერესებენ ამ ხალხს, ფულს უხდიან? ფული კი აქვთ, ჩეჩქივით.

- ეს საკმაოდ კარგად დაფინანსებული მზადებაა, ძლაიან კარგად უხდიან ამ აქციების დამფინანსებლები სტუდენტებსაც და სპორტსმენებსაც, ასევე ამ ულტრანაციონალისტურ ელემენტებსაც, რომლების არენაზე გამოყვანასაც ესენი აპირებენ. საუბარი მიდის იმაზე, რომ მოაწყონ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები სხვადასხვა თემებზე. ამას ხაზს ვუსვამ. ეს არ არის მარტო ნატო, "ევრაზიული კავშირი", ან ევროკავშირი, სულ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით გეგმავენ პატარ-პატარა პროვოკაციების ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, თუკი მათ ეს პროექტი გამოუვათ, დაგეგმილია, რომ გასროლა მოხდეს პოლიციის მხრიდან, რომელიც იმ დროს იქ დაიცავს საზოგადოებრივ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, ამ თემაზეა იქ ლაპარაკი.

- მახსოვს "მაიდანზე" სამართალდამცავებმა კი არა, გადაცმულმა პროვოკატორებმა წამოიწყეს სროლა.

- პრაქტიკულად ეს არის სწორედ "მაიდანის" სცენარი და, რაც შეეხება სტუდენტებს: ამაში მონაწილეობენ ილიაუნის სტუდენტობა და ასევე ბენდუქიძის უმაღლესი სასწავლებელი. ეს არის ძალიან ფართო წრე სტუდენტობისა, რომლებიც ჩართულები არიან ტრენინგებში და მიდის სისტემატური მუშაობა მათთან. ამ ყველაფერს იდეოლოგიურადაც აქვს გამყარებული საფუძველი, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი საინფორმაციო საიტი გახსნა, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ, რომ საპროტესტო ტალღა აგორდეს საქართველოში.

საქართველოში "მაიდანი" არ გამოვა, ეს მინდა ვუთხრა "ნაციონალური" ელიტის წარმომადგენლებს. თითოეული მათგანი გასამართლდება იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი აქვთ და მიბრძანდება მატროსოვზე, ზოგიერთი კი - გლდანში. რამდენად, ერთმანეთში როცა საუბრობენ და მუშაობენ, ალბათ, მათთვის რეალურია, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები, ვიქნებით ის ხალხი, მათ პოლიტიკურ კუბოზე რომ ბოლო ლურსმანს ჩავაჭედებთ. ამ დროს ისინი შეიარაღებულები არიან ხელკეტებით, შეძენილი აქვთ ნიღბები, ბეჭდავენ სხვადასხვა პლაკატებს, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვფლობ ინფორმაციას და თქვენი და ჩემი მეგობრების სახით ვასაჯაროებთ, ჩვენი ფუნქცია ხომ ეს არის. ეს მუშაობა მათ დაიწყეს არა დღეს და გუშინ, ისინი ამისთვის მზადებაში არიან 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ და მაშინ მოამზადეს იდეოლოგიური საფუძველი, მაშინ დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, 15-ზე მეტი მათი არასამთავრობოა უკვე ამ თემაში ჩართული. მე ვურჩევ ხელისუფლებას, ძალიან სერიოზულად გააანალიზოს ეს ინფორმაცია და ცუდია, თუ უშიშროებას ეს ინფორმაცია ჩვენგან ესმის. რა მასალებიც მაქვს, მზად ვარ, მათ გადავცე ყველაფერი.

- დაბოლოს, როდისთვის გეგმავენ ამ ფართომასშტაბიან გამოსვლებს?

- საუბარი იყო 17 მაისზე, მაგრამ ვინაიდან გავასაჯაროვე ეს ფაქტი, თარიღი გადმოსწიეს დაახლოებით მაისის პირველ დღეებში, თუმცა, რა ინფორმაციაც მაქვს, ისინი იმოქმედებენ სიტუაციის მიხედვით და შეიძლება, აპრილშიც დაიწყოს დაგეგმილი პროვოკაციები, თან მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ფილიალები აქვთ. შეტევა კი ერთბაშად დაიწყება, ასე აქვთ დაგეგმილი და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა