"გგონია, რომ წნევა გაქვს, თანდათან გეძინება, მერე კი ტრაგედია ხდება" – როგორ მივხდეთ, რომ გაზი გვკლავს

"გგონია, რომ წნევა გაქვს, თანდათან გეძინება, მერე კი ტრაგედია ხდება" – როგორ მივხდეთ, რომ გაზი გვკლავს

რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთავში და გორში კვლავ დაფიქსირდა ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

როგორ უნდა ვიგრძნოთ, რომ გაზით ვიწამლებით და რა პირველადი დახმარება შეიძლება აღმოვუჩინოთ დაზარალებულს?-ამაზე ექიმი-ტოქსიკოლოგი სოსო კუტუბიძე გვესაუბრება:

-ნახშირბადის მონოქსიდი CO უსუნო და უფერო გაზია, ცხადია, ადამიანი მას ვერ გრძნობს, ვერ ხედავს და ადვილად ხდება მსხვერპლი. ამასთან ამ აირის ჰემოგლობინთან ნაერთის ორგანიზმიდან "გაძევება" ძალზე ძნელია. CO-თი მოწამვლის უტყუარი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, ძილიანობა, წნევის მატება, გონების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ზოგჯერ –გულისრევაც... აი, სიმპტომების ასეთი "თაიგული" ახასიათებს.

-თუ ადამიანი თანდათან ხდება ცუდად, რატომ ვერ გრძნობს, რომ იწამლება?

-ლეტალური შედეგი ერთბაშად მართლაც არ დგება, დახურულ სივრცეში მყოფი თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, სხვა რამეს დააბრალოს-ჰგონია, გაციებულია ან მაღალი წნევა აქვს.. ინტოქსიკაცია ნარკოზივითაა -ადამიანს თანდათან ეძინება, მერე კი სამწუხაროდ, ყველაფერი ტრაგიკულად მთავრდება, განსაკუთრებით, ღამით. თუ გაზის კონცენტრაცია მაღალია, ადამიანი მალევე კვდება, თუ ნაკლები -რამდენიმე საათის შემდეგ.

რაც შეეხება დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას, ოთახი უნდა გავანიავოთ, სუფთა ჰაერი შემოვუშვათ, ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა დავაწვინოთ, სახლის პირობებში მას სხვას ვერაფერს გავუკეთებთ, - ვერც ჟანგბადის ბალიშით ვასუნთქებთ, ვერც სისხლს გადავუსხამთ, ამიტომ რაც შეიძლება მალე სასწრაფო უნდა გამოვუძახოთ.

ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად კი წელიწადში ერთხელ მაინც ჩავუტაროთ შემოწმება- დათვალიერება გაზის გამათბობელს.

ნინო კვიტაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია