უბნები თბილისში, სადაც ხვალ, 26 მარტს შუქი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ, 26 მარტს შუქი გაითიშება

ხვალ, თბილისის ორი რაიონის რამდენიმე ქუჩას, სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების რამდენიმე ქუჩას შეეხება.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა პეკინის გამზირის, ანა კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მცხოვრებლებს შეეხებათ, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს I და II მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, ტაშკენტის, მიცკევიჩის, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, კარტოზიას, შმიდტის, საირმის, ცაგარელის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, სააკაძის, დეპოს, კამალოვის, სვანეთის, ჩაქვის, გულრიფშის, კიკნაძის, მანჯგალაძის, კურნატოვის, თამარაშვილის, კავთისხევის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, ნიკო მარის, წიკლაურის, ლიკანის, გომბორის, ჯანელიძის, საყვირის, საჭილაოს, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩების და სააკაძის III შესახვევის მცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია